17:42 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 15:22:53, 2074 ნახვა

სამართალი
შსს-მ სვანეთში მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე, გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში, მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, გამოძიება იძულების მუხლით მიმდინარეობს. მისივე თქმით, საჭიროა პროცესში სოციალური სამსახურების ჩართვა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში უწყების ახალი დეპარტამენტიც (ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი) ჩაერთვება.

„ეს არის საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხი.  ჩვენ ის, რაც შსს-ზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ, დაუყოვნებლივ გამოძიება ამ ფაქტზე იძულების მუხლით დავიწყეთ, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის ერთადერთი სწორი გამოსავალი,” - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი - გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი - 7-ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან. 
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics