17:42 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 14:48:37, 1879 ნახვა

სამართალი
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებულების ადვოკატები პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ

მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის მანანა აფხაძის შეფასებით, დაკავების დროს პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.

როგორც აფხაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები აღენიშნება

"ვიზუალურად აღენიშნება, რომ აქვს დაზიანებები როგორც სხეულზე ასევე ტანსაცმელზე, რომელიც არის დახეული. ექსკალატორზე მას ხერბორკილები დაადეს და მეორე ხელით ათრებდნენ ქვემოთ. ეს არის ძალადობა პოლიციის მხრიდან", - აღნიშნა მან.

კიდევ ერთი ადვოკატის ნაიმ იაშაღაშვილის ინფომრაციით, სამართალდამცველები დაკავების დროს აგრესიულად იქცეოდნენ.

"არ იკვეთება არანაირი დანაშაულის ნიშნები. ამავე დროს მინდა განვმარტო, რომ თეიმურაზ მენაბდიშვილი დააკავეს მხოლოდ მას შემდეგ რაც დააკავეს მისი მეგობარი გიორგი სილაგაძე. მენაბდიშვილმა მიმართა პოლიციას კითხვით - თუ სად გადაჰყავდათ მისი მეგობარი, რომელ განყოფილებაში, იმისათვის, რომ ადვოკატისთვის შეეტყობინებინა. ამას მოჰყვა პოლიციელების აგრესიული რეაქცია", - განაცხადა ადვოკატმა.

სეგახსენებთ, რომ პოლიციამ გუშინ საღამოს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ 2 პირი დააკავა. შესაბამისი ვიდეომასალა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. დაკავებას ხმაური მოჰყვა. ახალგაზრდები ითხოვდნენ განმარტებას, თუ რა მიზეზების გამო ხდებოდა მათი აყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ორი პირი ადმინისტრაციული წესით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვისაა დაკავებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics