|
2018-01-29 13:16:03, 1648 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე სტუდქალაქის საცხოვრებელი კორპუსების გაზიფიცირების დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე დღეს სტუდქალაქის საცხოვრებელი კორპუსების გაზიფიცირების დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. კორპუსების გაზიფიცირება კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაკვეთით განახორციელა. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული დასახლების გაზიფიცირება წინასაარჩევნოდ მისი ერთ-ერთი დაპირება იყო. კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს ასევე, მუშაობა საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხზე. „ახლა ვიმყოფებით ბაგებში, სადაც გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა. დაახლოებით, 800 ოჯახს ექნება შესაძლებლობა, ბუნებრივი აირით ისარგებლოს. ამჟამად, მიმდინარეობს დაერთების სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, 380 ოჯახია უკვე, ვინც ბუნებრივი აირით სარგებლობს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ყაზტრანსგაზს“, ეკონომიკის სამინისტროს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ამ პროექტის განხორციელებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ასევე, დაკანონების საკითხზე. პროცესი დაწყებულია და დაახლოებით 100 ოჯახი, რომელიც ლტოლვილი არ არის და აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში ცხოვრობს, ძალიან მალე საცხოვრებელ ფართებს დავუკანონებთ. განაცხადი შემოსულია, მუშაობა დაწყებულია და პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, გაზიფიცირების ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, დამონტაჟდა სპეციალური გაზის დეტექტორები. გაზის გაჟონვის შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად გაითიშება. აღნიშნულ კორპუსებში გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამჟამად, ბუნებრივი აირის ოჯახებში შეყვანის პროცესი მიმდინარეობს. (NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)