|
2018-01-29 12:15:32, 1254 ნახვა
სხვადასხვა
ნიუ-იორკში Grammy-ის ცერემონია გაიმართა
ნიუ იორკში დღეს "გრემის" მე-60 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ 24TV იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, წელს შოუს ტრიუმფატორი ბრუნო მარსი გახდა. მან 6 გრემი მიიღო, მათ შორის წლის სიმღერისა და საუკეთესო ჩანაწერის კატეგორიაში. საუკეთესო პოპ სოლო შესრულებად ედ შირანის ჰიტი აღიარეს, მასვე გადაეცა "გრემი" საუკეთესო პოპ ალბომისთვის. საუკეთესო რეპ შესრულებისთვის "გრემი" კენდრიკ ლამარს გადაეცა, მანვე აიღო ჯილდო საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსა და რეპ ალმობისთვის. მისი და რიანასერთობლივი შესრულება კი, საუკეთესო დუეტად დასახელდა. წლის აღმოჩენა, "გრემიზე" ალისია კარა გახდა. საუკეთესო როკ სიმღერა Foo Fighters-ს Run გახდა. "გრემი" ასევე Depeche Mode-მა, Rolling Stones-მა და2017 წელს გარდაცვლილმა კერი ფიშერმა აიღეს. პრემია რენდიუ ნიუმანმა სიმღერისთვის PUTIN აიღო, როგორც საუკეთესო არანჟირებისთვის. "გრემის" საიუბილეო, ლოს ანჯელესის ნაცვლად, წელს ნიუ იორკში ჩატარდა. უკვე ზედიზედ მეორედ ღონისძიებას ბრიტანელი მსახიობი ჯეიმს კორდენი უძღვებოდა. სრული სიის სანახავად გადადით ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)