00:14 - 23 Jul, 2026
|
2018-01-29 11:47:16, 957 ნახვა
სხვადასხვა
ვენეციის კარნავალი დაიწყო
ვენეციაში უძველესი და გრანდიოზული კარნავალი დაიწყო. საზეიმო ღონისძიებები კანარეჯოს არხიდან დაიწყო და მასში აკრობატები, ბაგირზე მოსიარულეები, ჯამბაზები და ზღაპრის პერსონაჟები მონაწილეობდნენ. „დღეიდან სამი კვირის განმავლობაში ვის აღარ გადაეყრებით ვენეციის ქუჩებში: იმპერატორებს, უფლისწულებს, მეკობრეებსა თუ მეწაღეებს, დიდგვაროვან ბარონესებსა და მათ ლაქიებს, ვენეციელ მოგზაურ მარკო პოლოს თუ ქალების გულთამპყრობელ ჯაკომო კაზანოვას, – წერს Euronews-ი. სანახაობას საფუძველი 1094 წელსდოჟმა ვიტალე ფალიერმა ჩაუყარა, 1296 წელს კი ვენეციის რესპუბლიკის სენატმა ის ოფიციალურ დღესასწაულად ცნო. აღსანიშნავია, რომ კარნავალზე დასასწრები ბილეთის ფასი 115 ევროდან იწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)