|
2018-01-26 15:49:15, 2095 ნახვა
სამართალი
პანკისის ხეობის უხუცესები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ
პანკისის ხეობის უხუცესები მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათ საგანგებო განცხადება დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლის ეზოში გააკეთეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გამოძიება არ უნდა გაჭიანურდეს და არსებულ კითხვებს მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაეცეს პასუხი. „რადგანაც გამოძიება პროკურტურაში მიმდინარეპობს, ჩვენ გვაინტერესებს, სადამდე არის მისული გამოძიება, რა კუთხით მიმდინარეობს. შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იმდაგვარად ჟღერდება, თითქოს პანკისის ხეობაში მართლაც ტერორისტები იყვნენ, ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდეთ კავშირი და ა.შ. მართლაც შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ჩვენ რაღაც 6 ათასი ვართ და 6 ათასში 5-6 ტერორისტი, ძალიან ცუდად ჟღერს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მკვლელობა მოხდა, როდესაც შეიძლებოდა ყოველგვარი ოპერაციის, ასეთი ძალადობრივი გზების გარეშე მოგვარებულიყო ეს საკითხი“, - განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილი. მთავარ პროკურორთან შეხვედრას სურს მაჩალიკაშვილის მამას. მალხაზ მამაჩალიკაშვილმა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ მოითხოვა. „ვითხოვ, ჩემ სვილს იენიჭოს დაზრალებულის სტატუსი, მოაშორონ ეს დაღი და აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. ვითხოვ, გადადგეს გომელაურის კლანი თავისი სპეცრაზმით და მერე წარდგეს მთელი ეს ბანდა სსამართლოს წინაშე“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა და 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)