01:15 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 15:40:26, 1815 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ ხუზმიაშვილი: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მაინც ისე შევა ძალაში, როგორც ხელისუფლებას უნდა

ტელეკომპანია "იბერიის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახტანგ ხუზმიაშვილი მიიჩნევს, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტი ძალაში მაინც იმ ფორმით შევა, რა ფორმითაც ხელისუფლებას სურს.

როგორც ხუზმიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზმაუმ კერძო ტელეკომპანიებს ხელი არ უნდა შეუშალოს.

"ეს კანონპროექტი მაინც ისე გავა, როგორც ხელისუფლებას უნდა, რაც ძალიან ცუდია. უპრიანი იქნება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ის 50 მილიონი დახარჯოს გონივრულად, რაც აქვთ და ხელი არ შეუშალონ დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს ნორმალურ ფუნქციონირებაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემ ტელეკომპანიაში შემოვიდეს რეკლამა და ხელი არ შეგვიშალოს. ისედაც არ არის ბაზარზე ბევრი რეკლამა, ჩვენ გვართმევენ მუშაობის საშუალებას",- განაცხადა "იბერიის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

ცნობისთვის, პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და მედიასაშუალებების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი და ერთადერთი განსახილველი საკითხი "მაუწყებლობის შესახებ" კანონია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics