16:11 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 14:50:11, 1643 ნახვა

სამართალი
ქუთაისსა და ხაშურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტებზე 5 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის 2 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

უწყების ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული პირი  თბილისში, ყაჩაღობის  ბრალდებით დააკავეს.

„დაკავებული  წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქუთაისში, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა,  გადაჭრილი თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა აღნიშნულ ფილიალში მყოფ მოქალაქეს, შემდეგ სალაროდან 1800  ევრო, 1802 ლარი, 5569 დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ყაჩაღობის კიდევ ერთი ფაქტი ხაშურში გახსნეს.

„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა  4 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული  5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროს  მიმდებარე ტერიტორიაზე,  1987 წელს დაბადებულ მ.გ.-სა და 2001 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ელექტროშოკისა და ცივი იარაღის მუქარით  ხელ-ფეხი შეუკრეს, 1830 ლარი  და მობილური ტელეფონები წაართვეს, შემდეგ კი  შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის  მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics