16:11 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 13:33:00, 2042 ნახვა

სამართალი
ჩაბუქის ადვოკატი: სასამართლომ უკიდურესად პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ  ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით,  პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე თქმით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყცეტილებას მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები  არ გაითვალისწინა:

"ეს არის უკიდურესად პოლიტიზირებული გადაწყვეტილება.როცა სასამართლო არ იხსენიებს თავის გადაწყვეტილებაში არც ერთ მტკიცებულებას, როდესაც მოწინააღმდეგემხარეს-ლტოლვილთა სამინისტროს არ გააჩნია მტკიცებულებები, როცა ჩვენ 600 გვერდზე მეტი მტკიცებულებები წარვუდგინეთ სასამართლოს და დამატებითი ინფორმაცია,თუ რა მდგომარეობაა თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით, ამის ფონზე მრჩება ერთი განცდა, რონ ეს არის უსამართლობა",-აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.

 რაც შეეხება ჩაბუქის ექსტრადიციის პროცესს,  ადვოკატის თქმით, თუ დაიწყება  საექსტრადაციო პროცედურები სასამართლოს მეშვეობით და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ იუსტიციის მინისტრს დართოს ნება,  ექსტრადიციის თაობაზე განკარგულების გამოცემის შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნით სარჩელს შეიტანენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics