|
2018-01-26 13:07:18, 1598 ნახვა
კომენტარი
თუბა ჩაბუქი: ჩემი მეუღლის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლას გავაგრძელებთ
დემირელის კოლეჯის პედაგოგის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის თუბა ჩაბუქის განცხადებით, მას მეორე ინსტანციის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ გაკვირვებია. მისი თქმით, დემოკრატიული სასამართლოს პირობებში ემრე ჩაბუქი უკვე თავისუფალი იქნებოდა. "გავაგრძელებთ ბრძოლას მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, რადგან ის უდანაშაულოა",-აღნიშნა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების სარჩელი არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტლოვილის სტატუსის მიუნიჭებლობის თაობაზე,პირველი ინსტაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა, რაზეც მოსამართლეთა კოლეგიამ შოთა გეწაძის ხელმღვანელობით უარი განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)