|
2018-01-26 12:46:59, 3558 ნახვა
სამართალი
მუსტაფა ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი თქვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების სარჩელი არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტლოვილის სტატუსის მიუნიჭებლობის თაობაზე,პირველი ინსტაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა, რაზეც მოსამართლეთა კოლეგიამ შოთა გეწაძის ხელმღვანელობით უარი განაცხადა. სხდომას თავად ჩაბუქიც ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად დაურთო Human rights watch-ის 2018 წლის ანგარიში, სადაც ადვოკატების თქმით, საუბარია თურქეთში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ფეთჰულა გიულენის მიმდევრებად არიან აღიარებული. შეგახსენებთ, 26 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა მოხსენიებული თურქული მხარის მიერ, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)