16:13 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 11:42:48, 1840 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ Human rights watch-ის 2018 წლის ანგარიში ჩაბუქის საქმეს მტკიცებულებად დაურთო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში  დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე ჩაბუქის ადვოკატების სარჩელი განიხილება.

სარჩელის თემაა, ბათილად იქნას ცნობილი პირველი ინსტაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტლოვილის სტატუსის მიუნიჭებლობის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატებმა საქმეზე მტკიცებულებად  Human rights watch-ის 2018 წლის ანგარიშის დართვა მოითხოვეს, სადაც მათი თქმით, საუბარია თურქეთში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ფეთჰულა გიულენის მიმდევრებად არიან აღიარებული.

ეს მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. Human rights watch-ის 2018 წლის 643-გვერდიან ანგარიშში შეფასებულია გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებული პრაქტიკა 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, თურქეთში. პროცესი მედიისთვის დაიხურა, რადგან როგორც მოსამართლემ განაცხადა, ჩაბუქის მეუღლემ სასამართლოს ახსნა-განმარტებით უნდა მიმართოს, რაც შესაძლოა, შეიცავდეს საიდუმლო ინფორმაციას.

შეგახსენებთ, 2017 წლის 24 მაისს საქართველოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს.

მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა მოხსენიებული თურქული მხარის მიერ, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics