14:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 18:27:27, 2072 ნახვა

კომენტარი
„ბახალას“ ადვოკატი: იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო შეცდომას გამოასწორებს

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) ადვოკატის გიორგი მახარაძის განცხადებით, არ არსებობდა საქმეში მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებდა.

როგორც მან პარლამენტთან  გიორგანაშვილის მხარდამჭერ აქციაზე „ყველა ერთისთვის“ განაცხადა, სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთის  გადაწყვეტილება  რეალურად 2 პოლიციელის ჩვენების საფუძველზე მიიღო:

„არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საღად მოაზროვნეს დაარწმუნებდა, რომ გიორგი გიორგანაშვილმა  ჩაიდინა დანაშაული. საქმე გვაქვს

ორი პოლიციელის  ჩვენებასთან და  ტაქსის მძღოლთან,  რომელმაც თქვა, რომ არ დაუნახავს,  როგორ ამოუღეს ნარკოტიკული ნივთიერება“,-განაცხადა ადვოკატმა.

მან იმედი დაიტოვა, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს  გადაწყვეტილებას შეცვლის:

„იმედი მაქვს, პირველი ინსტანციის შეცდომას სააპეცალიო სასამართლო გამაოსწორებს და სამართალი აღსრულდება“,-აღნიშნა გიორგი მახარაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics