|
2018-01-25 16:41:24, 1929 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: „ბახალას“ საქმე განსაკუთრებით პრობლემურად წარმოაჩენს მოქმედ მკაცრ და რეპრესიულ რეგულირებებს
„სამწუხაროდ, არსებულმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ ვერ გამოიღო შედეგი და ნარკოდამოკიდებულება საქართველოში კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება“, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ქვეყანში არსებულ ნარკოპოლიტიკას ეხება. განცხადების თანახმად, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გიორგი გიორგანაშვილის საქმე განსაკუთრებით პრობლემურად წარმოაჩენს მოქმედ მკაცრ და რეპრესიულ რეგულირებებს სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ომბუდსმენმა პარლამენტს და მის ინდივიდუალურ წევრებს ნარკოტიკების ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული კანონის პროექტის განხილვვისკენ მოუწოდა, რათა მიღება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს: "ამ ეტაპზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელები, რომლებიც შეეხება მოქმედი ნარკოტესტირების მოდელის და ნარკოტიკების მომხარებლისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების არაკონსტიტუციურობას. იმედს ვიტოვებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, რადგან არსებითი განხილვა ორივე საქმეზე დასრულებულია. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გ.გ.-ს საქმე განსაკუთრებით პრობლემურად წარმოაჩენს მოქმედ მკაცრ და რეპრესიულ რეგულირებებს სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკებთან დაკავშირებით. გასაღების მიზნის გარეშე, 0,3726 გ შემცველობის ნივთიერების შეძენა შენახვის გამო განსაზღვრული პასუხისმგებლობა - რომლის მინიმალური ზღვარი არის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ზედმეტად მკაცრი და არაპროპორციული სასჯელია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აუხსნელი და გაუმართლებელია. თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მაშინ, როდესაც არ არსებობს სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ან გასაღების რისკი, აშკარად სასტიკ და არაადეკვატურ სასჯელს წარმოადგენს. გარკვეული ქმედებების დეკრიმინალიზაციისა და პოლიტიკის ცვლილების პარალელურად, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება სამედიცინო სერვისების განვითარება, რისთვისაც შესაბამისი დრო იქნება საჭირო და აუცილებელია მალევე დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები", - ნათქვამია ნინი ლომჯარიას განცხადებაში. ამასთან, სახალხo დამცველი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია და მის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ სისხლის სამართლებრივი მექანიზმები არ უნდა გამოიყენებოდეს.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)