06:36 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 14:47:46, 2192 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკან წაღებას არ ვაპირებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასანის განცხადებით, კრემლს ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობის დარეგულირება სურს, თუმცა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ უკან წაღებას არ აპირებს.

როგორც რუსმა დიპლომატმა Kommersant-თან ინტერვიუში აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.

მანვე დასძინა: "როგორც კი, საქართველო რეალობას გაუსწორებს თვალს და გადაწყვეტს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, ეს რუსეთის მხრიდან დადებითად იქნება შეფასებული ".

"სიტუაციის დარეგულირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის პარტიამ არჩევნებზე კრახი განიცადა. მაგ დროს ურთიერთობები კრიზისულ მდგომარეობაში იყო. დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ გაწყვიტა. თბილისის აზრით, ამ ურთიერთობების აღდგენის პირობა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკან წაღება უნდა გახდეს. ჩვენ ამაზე არ წავალთ. მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა. ჩვენ ამ ახალგაზრდა კავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობებს ვაყალიბებთ, როგორც მოკავშირეებთან. როგორც კი საქართველო ახალი რეალიების გათვალისწინებით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის იქნება მზად, ჩვენი მხრიდან ამას დაუყონებლივი პოზიტიური რეაქცია მოჰყვება", - განაცხადა მან.

ამასთან, კარასინმა სააკაშვილის მართველობის დრო ანტირუსული პროპაგანდის პერიოდად შეაფასა და აღნიშნა, რომ "საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს 2008 წელს თავს დაესხა". დიპლომატმა წუხილი გამოთქვა, იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალური თბილისის მოქმედი ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილის დროს მიღებულ კანონს "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" არ აუქმებს.

კარასინმა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში "საჩვენებელ დამოკიდებულად და მეგობრობად" შეაფასა. მისივე თქმით, რეგიონებში საქართველოს არ ენდობიან.

ცნობისთვის, მომავალ კვირას პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics