|
2018-01-25 13:39:04, 1549 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი პუტინის გამოსახულებიანი შოკოლადის შესაძლო გაყიდვაზე: არ ვიცი, რა დევს ამ განზრახვის უკან, ზოგადად პროპაგანდა ცუდია
„ალბათ, ჩემზე უფრო კომპეტენტურმა ადამიანმა, ვინც კანონს კარგად იცნობს, უნდა ნახოს აქ გვაქვს ჩვენ რაიმე ინსტრუმენტი, თუ არა. ზოგადად პროპაგანდა არ ვარგა“, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქართულ ბაზარზე ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი შოკოლადის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, მოიმოქმედებს თუ არა რაიმეს სახელმწიფო აღნიშნულის წინააღმდეგ. მისივე თქმით, პროპაგანდა ცუდია: „მე შემიძლია მორალურად გიპასუხოთ ამ თემაზე,არვიცი, ამ ადამიანს რა უდევს ამ განზრახვის უკან,რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. რაც ეხება კანონმდებლობას, ალბათ, ჩემზე უფრო კომპეტენტურმა ადამიანმა, ვინც კანონს კარგად იცნობს, უნდა ნახოს აქ გვაქვს ჩვენ რაიმე ინსტრუმენტი, თუ არა. ზოგადად პროპპაგანდა არ ვარგა“,-აღნიშნა ქუმსიშვილმა. „საქართველო-რუსეთის ახალგაზრდული კავშირის“ თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანმს, სოციალურ ქსელ Facebook-ში შოკოლადის ფოტოები გაავრცელა, რომლის შეფუთვაზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული. ყიფიანი წერდა, რონ შოკოლადის პირველი პარტია საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვიდოდა და 20 იანვრიდან გაიყიდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)