|
2018-01-24 18:20:38, 2791 ნახვა
კომენტარი
დეპუტატი ნინო წილოსანი: კითხვა გამიჩნდა - „ბახალას“ მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს?!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება. როგორც დეპუტატი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მისთვის გასაკვირია, რატომ მიუსაჯეს გიორგანაშვილს მინიმალური სასჯელი. „საინტერესო, საოცარი და გენიალური საზოგადოება ვართ და რაც მთავარია ყველაფერში პროფესიონალურად გათვითცნობიერებული. თან გვიკვირს ნარკომანიის მიმართ რომანტიული განწყობები რატონ არის და ამდენი ნარკოდამოკიდებული რატომ ყავს ქვეყანას ... გავიგეთ ბახალა სახელი და უცბად აჭრიამულდა საზოგადოება, ოღონდ არც კი ვიცით რისთვის მიუსაჯეს 8 წელი.... თუ 45 აბუ ( 400 გრამამდე) სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა ან ის 843 აბი მძღოლს რომ გამოატანა დიდი მარაგების გასაკეთებლად სჭირდებოდა. მაგრამ არა, ეს შინაარსი ვის აინტერესებს ან კიდევ უარესი თუ დაინტერესდით და მაინც ესეთ ამბავში ხართ..... მე პირადად საწინააღმდეგო კითხვა გამიჩნდა- წაყენებული მუხლიდან მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს, მუხლი ხომ 8-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა ?! P.S და კიდევ , შედარებები რომ მოყავთ სამი კაცის დამჭრელს, ერთი ადამიანის დამჭრელს იგივე როგორ მიესაჯაო, აი აქ ჩანს ზუსტად როგორი რომანტიული დამოკიდებულება გვაქვს ნარკოგამსაღებლების მიმართ და რომ ვერც კი ვაცნობიერებთ იმ სიმძიმეს რასაც ნარკოგამსაღებელი ქვია...“, - წერს ნინო წილოსანი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)