18:05 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 16:45:24, 844 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტული პოტენციალი მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ FITUR 2018” წარადგინა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე, დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა. 

მადრიდის გამოფენა ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, რომელსაც წელს 140, 120 ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის 10 000-ზე მეტი კომპანია 165 ქვეყნიდან. 

„ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული კომპანია თუ ორგანიზაცია მთელი მსოფლიოდან მსგავს გამოფენებზეა წარმოდგენილი, რაც ჩვენთვის საუკეთესო საშუალებაა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. შეხვედრები გვქონდა,როგორც წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან, ასევე სარეკლამო კომპანიებთან, რომლებთანაც მიმდინარე წელს შესაძლოა ვითანამშრომლოთ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ასევე უმნიშვნელოვანესია ტურისტულ და ავია კომპანიებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რადგან ისინი წარმოადგენენ ტურიზმის სფეროში ძირითად საქმიან წრეებს. ამას გარდა,  დღის განმავლობაში უამრავი ვიზიტორი მოდიოდა ჩვენს სტენდთან და საქართველოში მოგზაურობას გეგმავდა. ჩენი მთავარი მიზანია აჭარა, რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის ყურადღების ცენტრში მოექცეს“,-განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბიამ. 

2018 წელს, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 24 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics