|
2018-01-24 13:44:04, 2411 ნახვა
პოლიტიკა
Kommersant - გროზნოს მერი თბილისსა და ბათუმში ქართველ მაღალჩინოსნებს შეხვდა
გროზნოს მერი მუსლიმ ხაჩიევი თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა ქართველ მაღალჩინოსნებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Kommersant.ru იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხაჩიევმა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, მას შემდეგ გამართა, რაც საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციები ჩატარდა. Kommersant-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მუსლიმ ხაჩიევი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მარჯვენა ხელია, შეხვდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელს და ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელსაც. Kommersant-ი გროზნოს მერიის წარმომადგენლის კომენტარსაც ავრცელებს: "ის ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა არ ვიცი როდის ჩავიდა და რამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა იქ. პრინციპში, რომც მცოდნოდა არ გეტყოდით", - განაცხადა გროზნოს მერიის წარმომადგენელმა. სააგენტო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მუსლიმ ხაჩიევის ვიზიტი პანკისის ხეობაში სიტუაციის დაძაბვას დაემთხვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)