14:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 12:09:41, 1784 ნახვა

კომენტარი
ხაბეიშვილი: კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია, როგორც „მილანის“ გასახდელი

კახა კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია, სავარაუდოდ, როგორც „მილანის“ გასახდელი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, "ნაციონალური მოძრაობის" წერვმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც პარტიის სხვა წევრებთან ერთად თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრების მიზნით მერიაში იმყოფებოდა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, დაცვა დეპუტატებს სხდომაზე დასწრების საშუალებას არ აძლევდა.

"საკრებულოს სამი დეპუტატი მოვედით დედაქალაქის მერიაში, იმისათვის, რომ დავესწროთ თბილისის მთავრობის სხდომას. ჩვენი მანდატი არის იგივე რაც მთავრობის სხდომაზე მყოფებს აძლევს უფლებას, იმისა, რომ სხდომას დაესწრნონ. მაგრამ კახი კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია, სავარაუდოდ, როგორც "მილანის" გასახდელი. შესაბამისად, რატომღაც დაცვა არ გვაძლევდა უფლებას, რომ სხდომაზე შევსულიყავით", - განაცხადა საკრებულოს უმცირესობის დეპუტატმა.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს დეპუტატებს "ნაციონალური მოძრაობიდან" დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება მოგვიანებით მისცეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics