|
2018-01-24 10:51:14, 1749 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: დემოკრატიის ხარისხს საქართველოში გამოწვევის სახით შეიძლება დაემუქროს სოციალური მდგომარეობა
კითხვა - მოდით, ორიოდე სიტყვით ისევ კორუფციის თემას დავუბრუნდეთ. როგორც უკვე ვახსენეთ, ცხადია, რომ ქვეყანა ვერ გამდიდრდება, თუკი ის ვერ აღმოფხვრის კორუფციას. მე მაინტერესებს, პირიქით ვარიანტი თუ გვხვდება? ანუ, ქვეყანა, თუკი არ არის შეძლებული, ვერ ახორციელებს ეფექტიან ბრძოლას კორუფციასთან. ასეთი გამოწვევა თუ ფიქსირდება საქართველოს შემთხვევაში? „დღესდღეობით დემოკრატიის ხარისხს საქართველოში გამოწვევის სახით შეიძლება დაემუქროს სოციალური მდგომარეობა. ეს მართლაც არის დიდი გამოწვევა, რომელიც ეხება ეკონომიკურ განვითარებას და, ზოგადად, სიღარიბესთან ბრძოლას ქვეყანაში“,-ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დისკუსიაზე - Strategic outlook: Eurasia დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმადაც, „ქვეყანა, თუკი არ არის შეძლებული, ვერ ახორციელებს ეფექტიან ბრძოლას კორუფციასთან- ასეთი გამოწვევა თუ ფიქსირდება საქართველოს შემთხვევაში“. კვირიკაშვილის განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სპეციალური სახელმწიფო პროექტების შემუშავება, რომლებიც სიღარიბის დონის შემცირებასა და შემდეგ აღმოფხვრას გულისხმობს: „ სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ჩვენ ყურადღებას დამწყები ბიზნესის მხარდაჭერაზე, სპეციალური ეკონომიკურ პროექტებზე სოფლად - მიკრო გრანტების პროექტებზე, პროექტზე „აწარმოე საქართველოში", დამწყები ბიზნესების ხელშეწყობაზე, განსაკუთრებით რეგიონებში, რაც ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით. ბიზნესის შექმნის ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ საბანკო სესხების სუბსიდირებას - მხოლოდ სასტარტო პერიოდში, რათა უარყოფითი გავლენა არ მოვახდინოთ კონკურენტულ გარემოზე. ასევე უნდა ვახსენო კომერციულ ბანკებთან ურთიერთობებში დამწყები ბიზნესების საგარანტიო ვალდებულებებში თანამონაწილეობა. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ახალ სფეროებში (ჰიდროპონიკა და წარმოების სხვა დარგები) უცხოელი ექსპერტების მოწვევა, დაფინანსება. ასე რომ, ლაპარაკია მთავრობის მხრიდან კომლექსურ ზომებზე, რომელთა მიზანიცაა, ზოგადად, ქვეყანაში სიღარიბისგან მომავალი რისკების მინიმიზაცია. ჟან-ივ შარლიე - ნება მომეცით, ჩაგერთოთ. ჩვენთვის, როგორც ინდუსტრიული მოთამაშეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ასევე, პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების ხარისხი. დღეს ჩვენ ნათლად ვხედავთ იმ სიმარტივეს, რომელიც ახასიათებს საერთაშორისო ინვესტორების მიერ ბიზნესის წარმოებას საქართველოში. ვხედავთ, რომ, ზოგადად, რეგიონშიც მიმდინარეობს სულ უფრო აქტიური რეფორმები ამ მხრივ. ჩემი აზრით, კორუფციის საკითხი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ამ კონტექსტში, სადაც უნდა იყოს ნულოვანი ტოლერანტობა, როგორც ეს ნაგულისხმევია ჩვენს პოლიტიკაში. და ჩვენთვის ნათელია საქართველოს წინსვლა ამ მიმართულებით. ასე რომ, მხოლოდ დავადასტურებ ყველაფერს, რაც პრემიერ-მინისტრმა უკვე თქვა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
ბავშვებისთვის სასწავლო წლის ფორმებს ივანიშვილის რეჟიმი ჩინური კომპანიისგან იყიდის
ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)