06:35 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 10:26:53, 2069 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ვცდილობთ, დავანახოთ რუსეთს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მის წინააღმდეგ მიმართული არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი რომელიმე მეზობელი  ქვეყნის, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ მიმართიული არ არის. 

როგორც კვირიკაშვილმა დისკუსიაზე - Strategic outlook: Eurasia კითხვის საპასუხოდ განაცხადა,  უნდა მოიძებნოს პოზიტიური პლატფორმები, სადაც საერთო ინტერესების გამონახვა შესაძლებელი იქნება:

„ჩვენ ვდგავართ რუსეთის მხრიდან საფრთხეების წინაშე. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინაზეც - მართალია, ერთი შეხედვით, სიტუაცია შეიძლება განსხვავებული ჩანდეს, მაგრამ ფორმულა იგივეა. ჩვენ ვცდილობთ, დავანახოთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს - რუსეთს, რომ საქართველოს პოლიტიკა, დასავლური საზოგადოების წევრობასთან დაკავშირებით, არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. ის არ არის მიმართული ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით. რუსეთი ბუნებრივად უნდა იყოს დაინტერესებული სამხრეთით სტაბილური მეზობლის ყოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვეძებოთ პოზიტიური პლატფორმები, სადაც შევძლებთ საერთო ინტერესების გამონახვას, სადაც ჩვენ შევძლებთ პოზიტიური დისკუსიების წამოწყებას ჩვენ შორის არსებული მემკვიდრეობით მიღებული პრობლემების პოლიტიკური გზით მოგვარების შესახებ“,-განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე- განუმარტავს თუ არა მკაფიოდ რუსეთს ოდესმე თავისი ე.წ. წითელი ხაზები., გიორგი კვირიკაშვილი ასე პასუხობს:

„პერიოდულად ჩვენ ვისმენთ განცხადებებს ნატოსთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების შესახებ, მაგრამ ეს არის ქართველი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ვიმეორებ, რომ იგი არ არის მიმართული რეგიონში ვინმეს წინააღმდეგ“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics