16:13 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 15:41:02, 1957 ნახვა

სამართალი
„ბახალას“ ადვოკატი: რცხვენოდეს მოსამართლე შორენა გუნცაძეს - ბრალდების მხარეც კი გაოცებული დარჩა

„უნდა რცხვენოდეს შორენა გუნცაძეს  ამ გადაწყვეტილების, ბრალდების მხარეც კი  გაოცებული დარჩა, რცხვენოდეს მთლიანად სასამართლო სისტემას და სახელმწიფოს, რომ ამ კანონებით ასამართლებს ადამიანებს“,-ასე შეაფასა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ  გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.

ის აპირებს,  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ „ბახალას“ გათავისუფლებას შეძლებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა" დამნაშავედ სცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ მიიღო. გიორგანაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შეგახსენებთ, მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებით 2017 წლის იანვარში დააკავეს.იგი წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს,  რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics