|
2018-01-23 13:47:00, 1732 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: გროზნოს მერი არ იყო შევყანილი სიაში, რომელიც წინა ხელისუფლებას უნდა შეედგინა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოში გროზნოს მერის რუსლან ხუჩიევის შემოსვლას ეხმაურება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გროზნოს მერი არ იყო შევყანილი სიაში, რომელიც წინა ხელისუფლებას უნდა შეედგინა. "როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს ადამინი დღეისთვის არ იმყოფებოდა იმ სიაში, რომელიც აქვთ ხოლმე მესაზღვრეებს და ხელს უშლის ამა თუ იმ პირის შემოსვლას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. თუ რატომ არ იმყოფებოდა სიაში, ამაზე ალბათ მე მექნებოდა კითხვები ყოფილ ხელისუფლებასთან, რადგან 2008 წელს ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და სია მათ უნდა შეედგინათ, ხოლო ახლა უნდა იქნეს ეს პირი თუ არა შეყვანილი ამ სიაში, ამის შესახებ შსს შეისწავლის და მოხდება რეაგირება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გროზნოს მერი საქართველოში „გასაიდუმლოებული ვიზიტით“ იმყოფება. ტელეკომპანიის ცნობით, იგი ჯერ თბილისში, შემდეგ კი, ბათუმში ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ხუჩიევი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრია. ამასთან, იგი აგვისტოს ომის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მონაცემებით, ომის დამნაშავეა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)