|
2018-01-23 12:46:40, 1804 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი ჭანტურიას დაკითხვაზე: ჩემი მოადგილე, ასრულებდა თავის ფუნქციას - არანაირ გადამეტებას ადგილი არ ჰქონია
„ჩემი პირველი მოადგილე პირდაპირ ასრულებდა თავის ფინქციას, არანაირ გადამეტებას იქ ადგილი არ ჰქონია“, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლას ახდენდა. „თუ თავდასხმის ტაქტიკა არის საუკეთესო თავდაცვა და ეს იქნება არჩეული, ამას ჩვენზე არანაირი ზემოქმედება არ ექნება. ჩვენი ამოცანა არის ეს საქმე იყოს გახსნილი და ამას მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა შს მინისტრმა. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, გახარიას თქმით, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისზეც ეჭვი არსებობს, შესაბამისი მოქმედებები გატარდება. "მინდა გითხრათ, რომ გამოძიება ასრულებს მის ფუნქციას. ბატონი ჭანტურია, გამოძიების ფარგლებში დადგინდა რომ იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ბატონ ქუთათელაძესთან და ამიტომ გამოძიება გააგრძელებს თავისი ფუნქციის შერულებას, ყველა სახით. ყველა იმ ადამიანთან, რომლის მიმართაც ეჭვი არსებობს, შესაბამისი ქმედებები იქნება გატარებული",-აღნიშნა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)