14:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 21:05:06, 2016 ნახვა

სამართალი
გიორგი ჭანტურიას ოჯახი სახალხო დამცველს მიმართავს

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული ყოფილი პროკურორის გიორგი ჭანტურიას ოჯახი სახალხო დამცველს მიმართავს. ჭანტურიას დის განცხადებით, შეგნებულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ქუთათელაძე  ჭანტურიამ მოკლა. ოჯახი თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს:

„სამხარეო პოლიცია ცდილობს, დათესოს ეს ჭორები, ეს დეზინფორმაციები გაავრცელოს, თითოქოს გიორგი ჭანტურიას  მიერ ჩადენილოია მკვლელობა, რის გამოც  ჩვენი ოჯახი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს,რადგან ეს არის ღირსების შემლახველი ინფორმაცია, ამიტომ მოვუწოდებ  სახელმწიფო ორგანოს და კერძოდ პოლიციას, შეწყვიტონ დეზინფორმაციის გავრცელება“,-ამბობს ჭანტურიას და.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს  საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის  დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა, მოგვიანებით  კი გათავისუფლდა.   მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

შეგახსენებთ,  რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას  გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics