06:36 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 19:28:34, 2579 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს წამოვწევთ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევას გეგმავს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დელეგაციის ხელძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა  განუცხადა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა კომისრის პოსტზე წარდგენილ ერთ-ერთ კანდიდატურასთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

„ინიცირებული გვაქვს რეზოლუციის პროექტი, რომელმაც აქცენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგზე უნდა გააკეთოს.  გვსურს ამ საკითხს საპარლამენტო ასამბლეაში კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი. ბატონ ლებორნს კითხვა დავუსვით სწორედ ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ის სრულიად იზიარებს, რომ ერთ-ერთი  მთავარი გამოწვევა იქნება ე.წ. ნაცრისფერ ზონებში, ევროსაბჭოს ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება. პირობა მოგვცა, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნება ნაცრისფერი ზონები, სადაც ადამიანის უფლებების კუთხით ეფექტური მონიტორინგი ამ ეტაპზე არ ხდება",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სასესიო მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, ეკა ბესელია, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, დავით ბაქრაძე და  გიორგი კანდელაკი იღებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics