|
2018-01-22 14:31:22, 1872 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ბრალდების მხარის ახალი მტკიცებულებები არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენას ხელს შეუწყობს
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დართვას დაცვის მხარეც დაეთანხმა. როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი მტკიცებულებები ხელს შეუწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, რაც მისივე თქმით, დაცვის მხარის მიზანია. ამასთან, ტარიელ კაკაბაძის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები დაცვის მხარის პოზიციას არ აზიანებს. "დღეს ბრალდების მხარემ ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა. ეს არის ახალი ექსპერტიზის დასკვნები და საქმეზე დართვა ითხოვა. დავეთანხმეთ, რომ უნდა დართულიყო საქმეს ეს მტკიცებულებები, რადგან ის ხელს შეუწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, რაც დაცვის მხარის მიზანია. ის არ აზიანებს დაცვის მხარის პოზიციას. შეიძლება ბრალდებისს მხარეს მიაჩნია, რომ მათ პოზიციას ადასტურებს, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს პოზიციას ადასტურებს", - განაცხადა ადვოკატმა. მან მტკიცებულებების შინაარსობრივ ნაწილზე არ ისაუბრა. არსებითი განხილვის შემდეგი სხდომა 25 იანვარს 16:30 საათზე განახლდებ, რაა დროსაც მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)