05:33 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 12:27:22, 578 ნახვა

პოლიტიკა
NDI: დავით ბაქრაძეს უფრო მეტი მოწონება აქვს, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს

NDI–ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე უფრო მოსწონს, ვიდრე პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

დავით ბაქრაძე გამოკითხულთა 44%–ს მოსწონს, 29%–ს არ მოსწონს, 17%–ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხული მოსახლეობის 40%–ს მოსწონს, 31%–ს არ მოსწონს, 23%–ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, 3%–ს კი მასზე არ სმენია.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics