12:44 - 26 Jul, 2026
|
2018-01-22 12:01:00, 984 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ლიფტის შახტაში ჩავარდნილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ბათუმში, ლიფტის შახტაში ჩავარდნილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 45 წლის ქალი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის თქმით, პაციენტს ხერხემლის მალების და ნეკნების ორმხრივი მოტეხილობა აქვს. „მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. შუახნის ქალბატონია. პაციენტს აღენიშნება ხერხემლის მალების და ასევე ნეკნების ორმხრივი მოტეხილობა. კონტაქტურია და არის გონზე“,-განუცხადა „იმედს“ ექიმმა. ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ საზღვაო ჰოსპიტლის კლინიკაში მოხდა. დაშავებული ქალბატონი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)