|
2018-01-22 11:51:07, 2733 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან. თავდაპირველად შესავალ სიტყვას ბრალდების მხარე იტყვის, შემდეგ კი, ამ უფლებით ადვოკატები ისარგებლებენ. ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ჯ.-ს ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, შესავალ სიტყვაში ყურადღებას გაამახვილებბენ იმაზე, რომ ბრალდების დადგენილებას არ ეთანხმებიან. ადვოკატისს მტკიცებით, საქმეზე გამოძიება სრულყოფილად არ არის ჩატარებული. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი შესავალ სიტყვაში ისაუბრებს იმაზე, თუ რა ვითარებაში მოხდა ბრალდებულების მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. ამასთან, პროკურორ ზვიად ფხაკაძის განმარტებით, ბრალდება დღეს წარადგენს დამატებით მტკიცებულებებს, რომელიც მისივე ინფორმაციით, წინასასამართლო სხდომის გამართვის შემდეგ იქნა მოპოვებული. „არის რამდენიმე სახის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დამატებითი მტკიცებულებაა იმ ძირითად მტკიცებულებებთან ერთად, რაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ იქნა წინასასამართლო სხდომაზე. მტკიცებულებების ერთობლიობა იძლევა შესაძლებლობას სასამართლო დავარწმუნოთ, რომ ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილი იქნა მხოლოდ აღნიშნული ორი ბრალდებულის მიერ“, - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაშია მიცემული.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)