06:36 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 20:09:36, 3266 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-23 იანვარს, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა. ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ქვეყნის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარე ნიგმატილა იულდოშევთან და საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარე ნურდინჟონ ისმოილოვთან გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაზიზ კამილოვთან, ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიმ ახმედხაჯაევთან, ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიზ აბდუხაკიმოვთან და სამარყანდის ოლქის მერთან, ტურაბჟონ ჯურაევთან.

ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად,  ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის საფლავსა და დამოუკიდებლობისა და ჰუმანიზმის მონუმენტს ყვავილებით შეამკობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამარყანდის ღირსშესანიშნაობებსა და თემურიდების ისტორიის სახელმწიფო მუზეუმს დაათვალიერებს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics