|
2018-01-18 12:04:16, 4399 ნახვა
ეკონომიკა
„ელიტ ელექტრონიქსი“ - წარმატებული 2017 წელი და 2018 წლის გეგმები
2017 წელი „ელიტ ელექტრონიქსისთვის" წარმატებული იყო როგორც გაყიდვების, ასევე მომგებიანობის კუთხით. კომპანიამ გასულ წელს 18%-იანი ზრდა დააფიქსირა საცალო გაყიდვების მიმართულებით 2016 წელთან მიმართებაში. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდები იყო ტექნიკის სხვადასხვა კატეგორიებში: მობილურ ტელეფონებში 30%-ზე მეტი, ხოლო მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით 20%-მდე ზრდა დაფიქსირდა. ასევე მომგებიანობის კუთხით კომპანიამ ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა. „ელიტ ელექტრონიქსმა“ 2017 წელს 2 ახალი მაღაზია გახსნა ახალციხესა და ოზურგეთში, ასევე გაიხსნა ახალი კონცეფციის მაღაზია „Elit Home”-ის ბრენდის ქვეშ, სადაც პირველად საქართველოში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მაღაზიაშივე გამოსცადოს ნებისმიერი სასურველი წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ტექნიკის გამოცდაში კი მაღალკვალიფიციური კონსულტანტები დაეხმარებიან, დეტალურად გააცნობენ პროდუქტის ტექნიკურ და ფუნქციონალურ მახასიათებლებს. „Elit Home”-ის პირველი მაღაზია ბათუმში, „შავი ზღვის მოლში“ გაიხსნა. „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს უნიკალური კონცეფციის მაღაზიებს სთავაზობს, რაც საშუალებას აძლევს მეტად კომფორტულ გარემოში შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი ტექნიკა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ პირველი მულტიბრენდული ტექნიკის მაღაზიათა ქსელია საქართველოში, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების შოურუმები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა „ელიტ ელექტრონიქსისთვის“ 2017 წელს თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იყო სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოში წამყვან გერმანულ ბრენდ „nobilia“-სთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურად გაიყიდება „nobilia“-ს ბრენდის სამზარეულოს ავეჯი. წარმოდგენილი პროდუქცია იქნება უნიკალური და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებული. „ელიტ ელექტრონიქსი“ მრავალი წელია ლიდერის პოზიციას იკავებს საქართველოს ტექნიკის ბაზარზე და საცალო გაყიდვებით ბაზრის თითქმის ნახევარს აკონტროლებს. კომპანია 2017 წლის განმავლობაში მასშტაბური აქტივობებით და მრავალფეროვანი კამპანიებით გამოირჩეოდა. „ელიტ ელექტონიქსს“ 2018 წელს საკმაოდ საინტერესო და ამბიციური გეგმები აქვს საცალო გაყიდვების ზრდისა და კომპანიის განვითარების მიმართულებით. კომპანია წლის ბოლომდე მომხმარებელს ინოვაციურ პროექტებს შესთავაზებს, ასევე გახსნის ორ ახალ მაღაზიას ხაშურსა და გორში. „ელიტ ელექტრონიქსის“ როგორც დარგის ლიდერი კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების განვითარებას და დამკვიდრებას. უზრუნველყოს ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკის შემოტანა ქართულ ბაზარზე და რაც მთავარია იყოს ეს ტექნიკა ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის. „ელიტ ელექტრონიქსის“ გუნდი ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, რაც კომპანიის ყოველწლიურ ზრდაში გამოიხატება. „ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ნებისმიერი მისთვის სასურველი ტექნიკა და ამავდროულად შევთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული გარემო და ხელსაყრელი პირობები მათ შესაძენად“ - აცხადებენ კომპანიაში. „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 21 წელია მოღვაწეობს და ტექნიკის ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით არის წარმოდგენილი.
(R)
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)