13:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 17:28:01, 2171 ნახვა

სამართალი
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მეწილის, პოლკოვნიკ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი გიორგი ჭანტურია, ამავე ბაზრის ყოფილი მეწილეა.

დაკავებულის და, მარიამ ჭანტურია სამსონ ქუთათელაძესა და მის ძმას შორის შესაძლო კონფლიქტს გამორიცხავს.

"არც ჩემს ძმას და არც ოჯახის სხვა წევრებს ე.წ. სტამბოლის ბაზრის არანაირი წილი არ აქვს. იქ გვაქვს ობიექტები და მაღაზია, თუმცა დიდი ხნის წინ მეწილეები ვიყავით. მაშინ ბაზარი ყველა მეწილეს დაათმობინეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. ყველა მეწილე დაიჭირეს და როგორც კი, ქონება დათმეს, მაშინვე გაათავისუფლეს. ჩემს ძმასა და სამსონ ქუთათელაძის შორის კონფლიქტს გამოვრიცხავ", - განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მეწილის, პოლკოვნიკ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, პირის დაკავება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვის ბრალდებით მოხდა. „სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარლგებში, დაკავებულია ერთი პირი სსკ-ის 236-ე მუხლით (ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ბრალდებით). აქვს თუ არა მას უშუალოდ კავშირი მკვლელობის საქმესთან, აღნიშნულზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაზე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას  გულისხმობს.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია რამდენიმე წლის წინ კახეთში პროკურორი იყო, ამჟამად კი რუსთავში კომისრის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics