|
2018-01-17 17:13:28, 2106 ნახვა
საზოგადოება
„მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს
შპს „მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნის შემდეგ მიიღო. „მაგთიკომმა გაითვალისწინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა და დროებით შეაჩერა ტარიფების ცვლილების ამოქმედება“- აღნიშნულია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა სააგენტომ შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, ანდრია ზოდელავას შემდეგი წერილით მიმართა. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა სააგენტომ შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური საკომუნიკაციო მოსმახურების ტარიფების გაზრდასთან გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყო სუბსიდირების საკითხის შესწავლას. შესაბამისად , გთხოვთ საკითხის საბოლოო შესწავლამდე (2018 წლის პირველ მარტამდე) შეაჩეროთ მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნული იყო წერილში
(NS)
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)