22:28 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 16:28:34, 2133 ნახვა

კომენტარი
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე: გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა

„გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა. დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში”, –  ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ფაროსანასთან ბრძოლის თაობაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანოშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „აუცილებელია, გლეხს ვასწავლოთ, როგორ ებრძოლოს მავნებელს“.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მთელ დასავლეთ საქართველოში ერთი ფერმერიც არ აღმოჩნდა, რომელიც მათი ინსტრუქციის შესაბამისად გაასუფთავებდა ნაკვეთს და თხილს სათანადოდ დაამუშავებდა.

“სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში. 230 ათასი ნაკვეთი თუ არის, ხომ შეიძლება სამობილიზაციო სამსახურივით გავაკეთოთ. პრინციპში თითო წევრზე 100 ლარი რომ გამოვყოთ, სულ 25 მილიონ ლარში ჩავეტევით. მე ვიცი, რომ ბევრი პროგრამაა ისეთი, რომელშიც გაცილებით მეტ ფულს ვიხდით და შემდეგ დრო რომ გადის არაეფექტური აღმოჩნდა. ამიტომ რაღაც სამუშაო ადგილებიც შეიქმნება.

ადამიანები თავის თხილს თუ არ უვლიან, 70 %-ს თუ კარგავენ, ისინი იმ ფაროსანას 22 თხილს გაუფრთხილდებიან? გამოდის, რომ მასშტაბურად სხვა პრობლემა გამოიკვეთა თხილთან მიმართებაში და თუ გავყვებით სხვა კულტურის მიხედვით, იქაც სხვა პრობლემები გამოჩნდება. ნუ გვრცხვენია, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად იყოს ჩარეული მოსავლის მოყვანაში. რაღაცნაირად მივენდეთ საბაზრო ეკონომიკას, გავიწიეთ ბოლომდე და ვთვლით, რომ ადამიანმა თავისი თავი თვითონ უნდა გადაარჩინოს. მე მგონია, არ არის სწორი”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბავშვებისთვის სასწავლო წლის ფორმებს ივანიშვილის რეჟიმი ჩინური კომპანიისგან იყიდის
ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავს
ზახაროვამ თბილისში რუსული ენის დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეებს „ექსტრემისტების ხროვა“ უწოდა
ირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთში ვიზიტი საქართველოსთან ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics