12:19 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 14:06:56, 1685 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი: სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ჯერჯერობით დაკავებული არ გვყავს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მეწილის, პოლკოვნიკ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოსაძიებლად სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.

გახარიას თქმით, საგამოძიებო ჯგუფი უახლოს დღეებში საზოგადოებას არსებულ ინფორმაციას მიაწვდის. მანვე დასძინა, დაკავებული ჯერ არავინ არაა.

"გუშინ შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. ეს გახლავთ მაღალი პროფესიული დონის რამდენიმე სპეციალისტი, რომელიც გუშინ ჩაერთო გამოძიების პროცესში. გვაქვს საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და უახლოეს მომავალში ველოდებით შედეგებს. გუშინაც ვთქვი, რომ მესმის, რომ ეს არის რეზონანსული საქმე. ხვალინდელი დღიდან საგამოძიებო ჯგუფი საზოგადოებას ინფორმაციას გაუზიარებს. კონკრეტულად ამ დანაშაულთან დაკავშირებით, ჯერ დაკავებული არ გვყავს", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაზე 15 იანვარს მოკლეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას  გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics