05:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 12:52:36, 2332 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინაში უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავენ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის სხდომა ბრიუსელში 16-17 იანვარს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო კომიტეტის სხდომას გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს.

ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებთან ერთად პარტნიორი ქვეყნების საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას და თავდაცვის კუთხით ჩატარებული რეფორმებიც განიხილება.

"შეხვედრაზე განიხილება ალიანსის სამხრეთ ფლანგზე არსებულ გამოწვევები. სამხედრო მეთაურები „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ პარტნიორებთან ავღანეთის მისიის შესახებ იმსჯელებენ. საქართველოსთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე, თავდაცვის სფეროში რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე", – ნათქვამი პრესრელიზში.

გარდა ამისა, განცხადების თანახმად, საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში რეფორმების კუთხით პროგრესი შეფასდება და "არსებითი პაკეტის" მომავალზე იქნება საუბარი.

ცნობისთვის, კომიტეტზე საუბარი შეეხება ასევე ტერორიზმთან ბრძოლას, უშუალოდ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის საკითხს და ასე შემდეგ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics