|
2018-01-16 12:07:37, 2215 ნახვა
პოლიტიკა
Freedom House-ის ანგარიშით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა
საერთაშორისო ორგანიზაციამ Freedom House მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა. კერძოდ, 100 ქულიდან საქართველოს 64 ქულა აქვს მინიჭებული. ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს 7-დან 3 ქულა აქვს მინიჭებულია (1 ქულა ნიშნავს უფრო მეტად თავისუფალს, 7 ქულა კი, ნაკლებად). ანგარიშში აღნიშნულია, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო შესწორებები დაამტკიცა, რაც „მისი მფარველი მილიარდერის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოს გახდის, რომ გატეხილი ოპოზიცია მომავალ არჩევნებზე ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს“. გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთრალის საქმეზე, რომელიც თბილისიდან გაიტაცეს და მოგვიანებით აზერბაიჯანში აღმოჩნდა. მუხთარლის რამდენიმე დღის წინ 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)