12:21 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 10:22:42, 2074 ნახვა

სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ასპინძის, ახალქალაქის და ახალციხის რაიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა - 1990 წელს დაბადებულმა რ.ო.-მ, 1967 წელს დაბადებულმა გ.ტ.-მ, 1980 წელს დაბადებულმა ო.კ.-მ და 1977 წელს დაბადებულმა ს.ვ.-მ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

„სულ ჩაბარებულია: „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 3 პისტოლეტი, სხვადასხვა კალიბრის 427 საბრძოლო ვაზნა, 20 ხელყუმბარა, 4 ყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ტროტილის 2 კოჭა და ტყვიის მაგვარი 4 საგანი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics