09:52 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 18:03:08, 860 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 79 169 ლარს გამოუყოფს

აჭარის მთავრობის 2018 წლის სარეზერვო ფონდიდან სხვადასხვა დროს ხანძრის შედეგად ქობულეთსა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ 8 ოჯახს საცხოვრებელი სახლების აღდგენა/მშენებლობის მიზნით 79 169 ლარი გამოეყოფა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარეკომენდაციო სახის გადაწყვეტილება შერეულმა სამთავრობო კომისიამ მიიღო, დოკუმენტი დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.

სარეზერვო ფონდიდან, 59 169 ლარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს. თანხა, ხანძრის შედეგად დაზარალებული 6 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენას მოხმარდება, ხოლო 20 000 ლარი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას გადაერიცხება, აქ თანხას ხანძრის შედეგად დაზარალებული 2 ოჯახი მიიღებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
ნეთანიაჰუ დათანხმდა ტრამპის მოთხოვნას ირანზე საპასუხო დარტყმების გადადების შესახებ
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ირანს „ძლიერი დარტყმით“ ემუქრება მწვანე შუქის მიღების შემდეგ
ირანმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics