|
2018-01-15 15:40:33, 1584 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: ერთადერთი სწორი გამოსავალი, მუხთარლის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაა
,,საერთაშორისო ზიანი, რომელიც საქართველომ აფგან მუხთარლის საქმიდან გამომდინარე მიიღო, უფრო ღრმავდება’’, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე ევროკავშირის და აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს. მან პარლამენტის შიგნით, საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის რეზონანსული საქმე და „მთავრობა მის მიჩქმალვას ვერ შეძლებს“. ,,ჩვენ ვნახეთ განცხადებები, რომელიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ევროკავშირმა და აშშ-მ გააკეთეს. აქედან სწორი გამოსავალი ახლა არის ის, რასაც ევროპული საქართველო ბოლო თვეებია მთავრობას სთავაზობს - საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტის შიგნით, გამჭვირვალე გამოძიების წარმოება, რომელსაც ექნება ყველანაირი ლეგიტიმაცია რომ დადოს სწორი დასკვნები და რა თქმა უნდა ამის შედეგი უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. მთავრობის დამოკიდებულება, რომ მიჩქმალოს ეს თემა თითქოს არაფერი მომხდარა იქნება უეფექტო. ეს არის ძალიან რეზონანსული საქმე. გაჩუმებით და არაფრის კეთებით ეს საქმე არ მოგვარდება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)