14:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-14 10:56:01, 2277 ნახვა

საზოგადოება
დედაენის ბაღში საახალწლო კონცერტი გაიმართა

თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში მოქმედ საახალწლო ქალაქში სტეფანეს კონცერტი გაიმართა.

კონცერტს თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერმა მოსახლეობას ძველით ახალი წელი მიულოცა.

„მინდა, რომ 2018 წელი იყოს წარმატების წელი თითოეული თქვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია,  იმ სურვილების ასრულების წელი, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი საახალწლოდ იფიქრებს ხოლმე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის განწყობა რომელიც ახალი წლის დღეებში იყო, შეგინარჩუნოთ, ოღონდ არა კონცერტებითა და თეატრალური სპექტაკლებით, არამედ ჩვენი გაკეთებული საქმეებით, იმ პროექტებით,  რომლის განხორციელებასაც 2018 წელს ვაპირებთ“,- აღნიშნა  კახა კალაძემ.

გარდა კონცერტისა, დედაენის ბაღში მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის 12 საათიდან საახალწლო ბაზრობა გაიხსნა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ გლინტვეინი და ნუგბარი, ასევე, შეეძინათ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი და სუვენირი.

საახალწლო ბაზრობის პარალელურად  მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ატრაქციონების პარკი.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics