|
2018-01-12 13:07:54, 2670 ნახვა
საზოგადოება
„სად წავიდეთ 2018 წელს“ - The Guardian-ის სიაში საქართველოც მოხვდა
გამოცემა The Guardian საზოგადოებას 40 ქვეყანას სთავაზობს, რომელიც მათი აზრით, 2018 წელს ყველამ უნდა მოინახულოს. აღსანიშნავია, რომ გამოცემის სიაში საქართველოც მოხვდა. სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველო კულინარიითა და დინამიურობით გამოირჩევა. ის ასევე აღნიშნავს, რომ თბილისში, გართობის ყველა საშუალება არსებობს. "თბილისში საკვების რევოლუცია 2011 წელს დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა მზარეულმა მერიკო გუბელაძემ რესტორანი "შავი ლომი" გახსნა. ახლა ქალაქის თანამედროვე კულტურა თავის ნიშას იკავებს, რომლის თანახმადაც თბილისი გართობების ქალაქია", - ნათქვამია სტატიაში. ავტორი ასევე წერს, კლუბ ბასიანზე და "ხიდზე". ნახსენებია, ასევე ლგბტ თემისთვის ყველაზე მყუდრო ადგილი Cafe Gallery და Success Bar-ი. ავტორს არც Fabrika-ს სივრცის არსებობა გამორჩა მხედველობიდან, სადაც განლაგებულია, როგორც სასტუმრო ასევე სხვადასხვა მაღაზიები და კაფე-ბარები. საერთო ჯამში ავტორი საქართველოს დედაქალაქს აფასებს, როგორც დინამიურს და აუცილებლად სანახავს.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)