14:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 12:57:04, 2435 ნახვა

საზოგადოება
მერია გენგეგმაზე მომუშავე კომპანიას დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრულ ვადას აძლევს

დედაქალაქის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრულ ვადას აძლევს და მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება დედაქალაქის სტრატეგიულად სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კახა კალაძის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ურთულესი კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც არსებული მდგომარეობის სხვა და სხვა ასპექტის შესწავლის, კვლევის გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინებითა და თანამედროვე გამოცდილებისა და მიდგომის გამოყენებით მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებისგან შედგება.

მისივე თქმით, გენგეგმის შესამუშავებლად, თბილისის არქიტექტურის სამსახურსა და „სითი ინსტიტუტს“ შორის ორი წლის  წინ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მნიშვნელოვანი სამუშაოებია გაწეული, რომლის ნაწილი მისაღები და ქალაქის განვითარებისთვის რეალურად გამოსადეგია, თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და რიგი მიმართულებებით, საფუძვლიანი სამუშაოები აგასაწევი.

„ხელშეკრულების თანახმად, სწორედ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება - მიიღებს თუ არა თბილისის  მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას. ვაცნობიერებთ რა, გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის, ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას - შეცდომა დავუშვათ, კომპრომისზე წავიდეთ და არასრულყოფილი დოკუმენტი მივიღოთ. ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც „სითი ინსტიტუტმა“ ამ პროცესში უკვე გასწია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარი რესურსების გათვალისწინებით, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული წინადადება, თუ რა ვადებში და როგორ შეძლებენ დოკუმენტის სრულყოფას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დოკუმენტის სრულყოფის  მიზნით, „სითი ინსტიტუტისგან“ შესაბამის წინადადებას დღის ბოლომდე ელოდება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics