19:43 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 13:50:26, 1571 ნახვა

კომენტარი
საია ჩატაევის საქმეზე: ხელისუფლებამ საზოგადოების ინფორმირებულობა უმოკლეს დროში უნდა მოახდინოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, ახმედ ჩატაევის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ საზოგადოების ინფორმირებულობა უმოკლეს დროში უნდა მოახდინოს.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ განმარტა, აღნიშნული საქმე საქართველოს კონტექსტს სცილდება და ინტერესი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც არსებობს. მანვე დასძინა, რომ გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს.

"ამ პროცესში ხელუსუფლებამ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, იმ ფარგლებში რა ფარგლებშიც ეს შეიძლება. მეორეს მხრივ უნდა უზრუნველყოს რეალურად უსაფრთხოება ქვეყანაში. თუმცა პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა დარჩეს. ამ პროცესში აუცილებელია სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რადგან ეს საქმე სცილდება საქართველოს კონტექსტს. იყო საუბარი, რომ ტერაქტები იგეგმებოდა როგორც საქართველოში, ასევე თურქეთშიც. ამიტომ, აღნიშნული თემისადმი ინტერესი არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად მოკლე დროში მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას", - განაცხადა სალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენი: მზად ვარ, შევისწავლო სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა, თანხმობის შემთხვევაში
ხოშტარია: აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, არ იდარდოთ, ვკონცენტრირდეთ რეჟიმის ჩამოშლაზე
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics