07:33 - 25 Jul, 2026
|
2018-01-10 12:26:48, 700 ნახვა
რეგიონი
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობა საქართველოს საზღვართან ე.წ. საბაჟო პუნქტს გახსნის
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობა საქართველოს საზღვართან ე.წ. საბაჟო პუნქტს გახსნის, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება დე-ფაქტო მთავრობის სხდომაზე ე.წ. საბაჟო კომიტეტის "ხელმძღვანელმა" მურატ ცხოვრებოვმა მიიღო. როგორც ცხოვრებოვმა აღნიშნა, პუნქტის გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება. მურატ ცხოვრებოვის განცხადებით, "საბაჟო პუნქტზე" შემოწმდება ყველა ის ტვირთი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის "საზღვარს" გადაკვეთს. ადგილობრივებს საქართველოდან 50 კილოგრამამდე ოდენობის ტვირთის გადატანა შეეძლებათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)