12:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 10:44:32, 1726 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ მოსახლეობასა და კერძო კომპანიებს საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, მოსახლეობასა და კერძო კომპანიებს საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამგებლებსა და სხვადასხვა საქალაქო სამსახურის უფროსებს შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა და ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მისი თქმით, 2018 წელი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რაშიც მერიის თითოეული თანამშრომლის როლი განსაკუთრებულია.

„სადღესასწაულო ღონისძიებები ახლახან დასრულდა და მინდა, მერიის თითოეულ თანამშრომელს, ადმინისტრაციას, კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურებს, უსაფრთხოებას, კეთილმოწყობას, „თბილსერვისსა“ და ათივე გამგეობას მადლობა გადავუხადო, რადგან საახალწლო ღონისძიებები თბილისის ათივე რაიონში ჩატარდა. ასევე, მადლობას ვუხდი კერძო სექტორს. განსაკუთრებით, იმ 17 კომპანიას, რომელმაც  ქალაქის მთავრობასთან ერთად, საახალწლო ღონისძიებებზე იზრუნა და სხვადასხვა სკვერები და პარკები მორთო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა თბილისის მოსახლეობას კიდევ ერთხელ გადაუხადა, რომელიც საახალწლო გამოწვევას შეუერთდა და სხვადასხვა უბანში სადღესასწაულო  დეკორაციებით არაერთი აივანი მოირთო.

„ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით წლევანდელი ახალი წელი და მომავალშიც მოგვიწევს თანამშრომლობა იმ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელიც დედაქალაქში გვაქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics