09:43 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 16:26:21, 1745 ნახვა

სამართალი
პროკურორი: მხოლოდ ის ცივი იარაღი მონაწილეობდა საქმეში, რომელიც მტკიცებულების სახითაა წარმოდგენილი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ბრალდების მხარეს უამრავი, სხვადასხვა სახის მტკიცებულება გააჩნია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასამრთლოს მიერ მტკიცებულებების დასაშვებად  ცნობის შემდეგ, მათი არსებით სხდომაზე გამოკვლევა მოხდება.

ვინაიდან საქმმე არასრულწლოვნებს ეხება, პროკურორი საქმის შინაარსობრივ მხარეზე არ საუბრობს.  ამასთან ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, მოცემულ საქმეზე დაკითხულია 120-მდე პირი, ჩატარებულია 20 ექსპერტიზა, რომელთა შედეგებიც, მისივე განმარტებით, დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზეა წარდგენილი.

„არის სხვა ექპერტიზები, რომელთა შედეგებიც  დამატებით წარედგინება სასამართლოს“,- განმარტა პროკურორმა.

ამასთან, ზვიად ფხაკაზე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ  საქმეზე არასრულფასოვანი გამოძიება ჩატარდა.

„ ეს არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.  გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით და ნებისმიერი პირი შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, მიეცემა პასუხისგებაში“, - განაცხადა ფხაკაძემ

რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ  საქმეში ორზე მეტი ცივი იარაღი ფიგურირებს, პროკურორი აღნიშნავს, რომ საქმეში მხოლოდ ის ცივი იარაღი მონაწილეობდა, რომელიც მტკიცებულების სახითაა წარმოდგენილი.

შეგახსენებთ,  პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად  ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics