|
2018-01-09 11:34:54, 810 ნახვა
რეგიონი
ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა. კაიკაციშვილი 2014 წლიდან დღემდე დეპარტამენტში სერვისების განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მას ტურიზმის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. დღეიდან, თამარ კაიკაციშვილი ტურიზმის დეპარტამენტში რეკლამის, სტატისტიკის, სერვისის განვითარებისა და ონლაინ პროექტების განყოფილებებს გაუწევს კოორდინაციას. თამარ კაიკაციშვილი არის ლექტორი და ტურიზმის სფეროში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. „თამარ კაიკაციშვილი არის პროფესიონალი, რომელსაც ტურიზმის სფეროში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნია. დეპარტამენტში სერვისების განვითარების განყოფილების უფროსად მუშაობისას ის არაერთ წარმატებულ პროექტს ხელმძღვანელობდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“, რომელიც 2017 წლის თებერვალში დავიწყეთ და სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას და სერვისის ამაღლებას ისახავს მიზნად. დღეიდან, ის სერვისის განვითარებასთან ერთად სხვა ძალიან საპასუხისმგებლო განყოფილებების მუშაობას გაუწევს კოორდინირებას. დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება ახალ პოზიციაზე მისი საქმიანობა რაც თავისმხრივ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტების ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)